ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის შორის სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდებ. გასულ თვეს, ბრედს მეურვეობის მოსაპოვებლად შეტანილი აპელაცია არ დაუკმაყოფილეს. თუმცა, მისი ადვოკატები დანებებას არ აპირებენ და მაქსიმალურად ცდილობენ, რაიმე სახის შეთანხმებას მიაღწიონ.
ბრედ პიტს შვილებზე მეურვეობის მოსაპოვებლად შეტანილი აპელაცია არ დაუკმაყოფილეს
ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ბრედ პიტი უკმაყოფილოა იმით რომ ანჯელინა ჯოლი მის შვილებს გამუდმებით სახალხოდ აჩენს, მისი აზრით, ჯოლი მათ პირადი ინტერესებისთვის იყენებს.
„რატომ გამოჰყავს ბავშვები გამუდმებით სახალხოდ, როგორ შეიძლება ეს მოსაწონი იყოს?!“, – აცხადებს ინსაიდერი.
ცნობისთვის, ბოლო 2 კვირაა, ანჯელინა ჯოლი ხუთ შვილთან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. „მარველის“ „მარადიულების“ პრემიერაზე ის შვილებთან ერთად არაერთხელ გამოჩნდა.