მანამ, სანამ ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და „მარადიულების“ პრემიერებს ესწრება, მისი ყოფილი ქმარი, 54 წლის ბრედ პიტი შვილებზე მეურვეობის მოპოვებისთვის იბრძვის.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მსახიობს მეურვეობის მოსაპოვებლად შეტანილი აპელაცია არ დაუკმაყოფილეს. ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ პიტმა მოსამართლე მოისყიდა, ამის შემდეგ განრისხებულმა ანჯელინამ მოსამართლე საქმეს ჩამოაშორა.
ამ ყველაფერმა კი ბუნებრივია, ბრედ პიტის კეთილსინდისიერად საქმის წარმართვა ეჭვქვეშ დააყენა და საქმეც გაართულა. თუმცა, ბრედის ადვოკატები დანებებას, რა თქმა უნდა, არ აპირებენ და მაქსიმალურად ცდილობენ, რაიმე სახის შეთანხმებას მიაღწიონ.
მედოქსი ბრედ პიტის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს – ახალი დეტალები სასამართლო პროცესიდან
შვილებზე მეურვეობა მოპოვებულია – ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან სასამართლო პროცესი მოიგო