ლარის გამყარების პარალელურად ეროვნული ვალუტა მეზობელ ქვეყნებშიც მკვეთრად მყარდება.ამის შესახებ სტატიას დღევანდელ „რეზონანსში“ წაიკითხავთ, სადაც ხაზგასმულია, რომ თებერვლიდან მოყოლებული ტენდენცია პოზიტიურია, რაზეც გარკვეული გავლენა სეზონმაც მოახდინა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ 2-3 კვირაში რევალვაცია ისე გაგრძელდება და შემდეგ ლარი გარკვეულ დიაპაზონში გამყარდება.
სულ მალე კი ათეულობით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაიხურება. 2017 წელს შემოღებული რეგულაციებიდან გამომმდინარე ბევრი ფინანსური კომპანია უკვე დაიხურა, ბევრიც ჯერ კიდევ მოქმედებს, მაგრამ მალე შეწყვეტს ფუნქციონირებას.