LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ განათდა თბილისის ანძა ვარდისფრად

417
ანძა

თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა, რაც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს, „ვარდისფერ ოქტომბერს“ უკავშირდება. ამ აქტივობით დასრულდა ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ, “ვარდისფერი ოქტომბრის” ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ოქტომბერში მსოფლიოში დაგეგმილი ღონისძიებები ვარდისფერი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც აღნიშნული თემისადმი თანადგომას უსვამს ხაზს.

“ბოლო რამდენიმე წელია, ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ჩვენი დედაქალაქიც უერთდება მსოფლიო აქციას და ამ პრობლემისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა ნათდება ვარდისფრად. ეროვნული სკრინინგ ცენტრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო აღნიშვნებს და იმართება მრავალი ღონისძიება, რომელიც მიმართულია კიბოს სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ.

მჯერა, რომ აღნიშნული აქტივობაც თავის წვლილს შეიტანს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში და კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რამდენად მნიშვნელოვანია დროული მომართვიანობა”, – განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ.

თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და “თბილსერვის ჯგუფის” მხარდაჭერით განათდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g