LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გავრცელდა განსხვავებული ინფორმაცია პატრიარქის მდივან-რეფერანტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

213
ანდრეა

მედიაში გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთ მედია საშუალებას  საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, რომ თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

განსხავავებული ინფორმაცია მიაწოდა “ფორტუნას” პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ. მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია და კორონავირუსის ტესტის პასუხი ჯერ არ არის ცნობილი.

შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია – ის 4 იანვარს პატრიარქის დაბადების დღეზე იმყოფებოდა

მოგვიანებით, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ თავიდან მედიას არაზუსტი მიაწოდა ინფორმაცია.

“ცოტა არაზუსტად მოგაწოდეთ ინფორმაცია, როგორც დავაზუსტე, ოფიციალური პასუხი ჯერ არ ყოფილა. ანუ მას ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც აღმოაჩნდა კორონა და თავად მას აღმოაჩნდა სიმპტომები. ეხლა იზოლაციაშია, ანალიზის პასუხი იქნება ხვალ”, – მისწერა ჯაღმაიძემ „ტაბულას“, რომელმაც თეთრუაშვილის ინფიცირების შესახებ პირველმა გაავრცელა ინფორმაცია.

მომხდარზე საგანგებო განცხადება გაავრცელა საპატრიარქომ.

მათი ცნობით, შორენა თეთრუაშვილს ნამდვილად ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია.

„მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

აღნიშნულის შესახებ გაცნობებთ, რომ ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ნამდვილად ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია.

ამის შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა თავად მდივან-რეფერენტსაც. ამჟამად იგი იზოლაციაშია. მან გაიკეთა PCR ტესტი, რომლის პასუხიც ხვალ იქნება ცნობილი“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g