“პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა”- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ადასტურებს, თუმცა პატრიარქის პირადი ექიმი ამბობს, რომ ინფორმაცია ნაადრევად გავრცელდა, რადგან ტესტის პასუხს ჯერ კიდევ ელოდებიან.
4 იანვარს, შორენა თეთრუაშვილი პატრიარქის დაბადების დღეზე, მასთან მცირე დისტანციაზე იმყოფებოდა.
როგორც „ფორტუნას“ პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.
რატომ გავრცელდა განსხვავებული ინფორმაცია პატრიარქის მდივან – რეფერანტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით
UPDATE:
„როგორც ჩანს, ხმაური ატყდა იმის გამო, რომ შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაში იმყოფება. პირველ იანვარს მას ჰქონდა შეხება ინფიცირებულთან და ამის გამო საჭიროდ ჩათვალა, რომ იზოლაციაში გადასულიყო. ტესტის პასუხს ველოდებით და დღის ბოლოს გვეცოდინება, საბოლოოდ არის თუ არა შორენა თეთრუაშვილი ინფიცირებული. პატრიარქის ჯანმრთელობის გამო არ ვნერვიულობთ, რადგან 4 იანვარს, მის დაბადების დღეზე შორენას ძალიან ცოტა ხნით ჰქონდა შეხება“, – განუცხადა „ფორტუნას“ ცისანა შარტავამ.
თეთრუაშვილი პატრიარქის უახლოესი გარემოცვის წევრია და 88 წლის პატრიარქთან სისტემატური შეხება აქვს.
შეგახსენებთ, გუშინ საშობაო წირვას პატრიარქი უძღვებოდა.