ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი მიშო ჯავახიშვილი გადაცემის, „დღის პოსტი“ სტუმრობისას პატრიარქზე ისაუბრა.
მისი თქმით, პატრიარქის სიტყვები განსაკუთრებულად გამხნევებელი და დამამახსოვრებელი იყო: „რაც არ უნდა გაგიჭირდეთ, თქვენ უნდა დარჩეთ საქართველოში და ღმერთი აუცილებლად გამოგიჩენთ იმ სარჩოს და სიხარულს, რომლითაც იცხოვრებთ,“ – იხსენებს ჯავახიშვილი.
როგორც ის აღნიშნავს, პატრიარქთან პირველი შეხვედრის თითოეული დეტალი დღემდე ახსოვს.
„საათებიც კი მახსოვს, იმ დღეს როგორ წარიმართა ყველაფერი, როცა პირველად შევხვდი… შეიძლებოდა ყოფილიყო ერთი შეხედვა, ერთი სიტყვა და ხვდებოდი, უდიდეს მოვლენასთან გაქვს საქმე – ეს ისეთი არ არის, როგორიც ყველა,“ – აღნიშნა მიშო ჯავახიშვილმა.
მისი თქმით, პატრიარქთან შეხვედრა მისთვის განსაკუთრებული გამოცდილება და ძლიერი შთაბეჭდილება იყო, რომელმაც მის ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
