LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხვალ არის მეცხრე დღე პატრიარქის გარდაცვალებიდან, ასევე საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის დღე – ჩატარდება პარაკლისი“ – იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი

212
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი, პატრიარქი (1)

„25 მარტს არის მეცხრე დღე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებიდან. ასევე, 25 მარტს არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა“, – ამის შესახებ იღუმენმა, ლუკა ფალავანდიშვილმა სიონის ტაძართან მედიას განუცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო გადაიხდის პარაკლისს.

მისივე განმარტებით, მსახურება 14:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო.

ილია II, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g