ამ დღეებში, კომპანია Xiaomi-ის მარკეტინგის დირექტორმა, დონოვან სანმა ისაუბრა იმის შესახებ, როგორ ახერხებენ ისინი ასეთი იაფი სმარტფონების წარმოებას. მისი თქმით, საქმე წარმატებულ შეფუთვას, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ეკოსისტემას შეეხება.
„მომხმარებლების ძირითადი ნაწილი Xiaomi-ს სმარტფონებზე ინტერნეტსა და კომპანიის სხვადასხვა სერვისებს იყენებს, სწორედ ეს არის ძირითადი შემოსავლის მუდმივი წყარო. ამის ხარჯზე კი ვცდილობთ, მოწყობილობაზე ფასი აღარ გავზარდოთ“, – განაცხადა მან.
დონოვანის თქმით, Xiaomi ცდილობს, არ ჩაიციკლოს ჩინურ ბაზარზე და მომსახურება სხვა ქვეყნებისთვისაც განავითაროს. ამას გარდა, კომპანია მუდმივად გამართული ინტერნეტისა და სხვადასხვა გაყიდვების დემონსტრირებას ახდენს, რაც საბოლოოდ მათზე პოზიტიურად აისახება.