LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ირჩევენ ფარინგობლოკს ყელის ტკივილის დროს – 5 შემთხვევა

106
SmartPharm

ყელის ტკივილი თითქოს პატარა უსიამოვნებაა, მაგრამ ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია, იცის, როგორ შეუძლია მას მთელი დღე შეგიცვალოს.

ტკივილი ყლაპვისას, ხმის ჩახლეჩა, გაღიზიანება – თითქოს არაფერია სერიოზული, მაგრამ ყველაფერი უფრო რთულდება, საუბარიც კი დისკომფორტს იწვევს.

ამ დროს გინდა ისეთი საშუალება, რომელიც სწრაფად ამშვიდებს, გიცავს და საშუალებას გაძლევს, ისევ ჩვეულ რიტმში დაბრუნდე, სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტურად.

სწორედ ამიტომ შეიქმნა ფარინგობლოკი – თანამედროვე ანტიმიკრობული და დამცავი საშუალება, რომელიც ეხმარება ყელს, დაუბრუნდეს სიმშვიდეს და კომფორტს.

რა არის ფარინგობლოკი და როგორ მოქმედებს ის?

ფარინგობლოკის ტაბლეტი შეიცავს ქლორჰექსიდინს – ნივთიერებას, რომელიც ცნობილია ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედებით და ხშირად გამოიყენება სამედიცინო ანტისეპტიკებში. ქლორჰექსიდინი მოქმედებს მარტივად, მაგრამ ეფექტურად:
 ის „არღვევს“ მიკრობების დამცავ გარსს, რაც ხელს უშლის მათ გამრავლებას და გვეხმარება, რომ ანთება არ გაღრმავდეს.

ამავდროულად, ფარინგობლოკი ქმნის დამცავ ფენას ყელის ლორწოვანზე, რომელიც ამშვიდებს გაღიზიანებას, ამცირებს ტკივილს და ხელს უწყობს ბუნებრივი ბალანსის აღდგენას. სწორედ ამიტომ, ის ეფექტურად მუშაობს როგორც გაციებისა და გაღიზიანების პირველივე სიმპტომებისას, ისე ხმის გადაძაბვის ან მშრალი ჰაერის პირობებში.

5 შემთხვევა, როდესაც ფარინგობლოკი ნამდვილად დაგეხმარებათ

1. როცა გადამეტებულად მიიღეთ გრილი სასმელები ან დიდი დრო გაატარეთ ცივ გარემოში

ცივ საღამოს ნაყინი ან გრილი სასმელი – თითქოს უწყინარია, მაგრამ მეორე დილას ყელში გაქვთ წვა და გიჭირთ ყლაპვა. ფარინგობლოკი ამშვიდებს გაღიზიანებულ ლორწოვანს, ამცირებს ტკივილს და ხელს უშლის ანთების გამწვავებისგან. მისი ანტიმიკრობული მოქმედება გეხმარებათ, რომ პრობლემა არ გადავიდეს უფრო სერიოზულ სტადიაში.

2. როცა ხმა გადაგეძაბათ

თუ ხანგრძლივად გიწევთ საუბარი, მაგალითად, ასწავლით, ლექციებს კითხულობთ ან მღერით, ალბათ კარგად იცით, როგორია, როცა „ხმა ქრება“. ფარინგობლოკი ამცირებს ყელის შეშუპებას, ამშვიდებს გაღიზიანებას და ხელს უწყობს ხმის სწრაფ აღდგენას ისე, რომ არ დაგჭირდეთ ხანგრძლივი და არასასურველი „შესვენება“.

3. როცა გაციების პირველი ნიშნები ჩნდება

გაციების დაწყებისას ყელის ტკივილი ხშირად პირველი სიგნალია. ფარინგობლოკის დროულად მიღება ამცირებს სიმპტომებს, ანელებს ბაქტერიების გავრცელებას და გაძლევთ საშუალებას, რომ დაავადება უფრო მსუბუქად გადაიტანოთ.

4. როცა მშრალი ჰაერი გაწუხებთ

ცივ ან ცხელ სეზონზე, სახლსა თუ ოფისში გამათბობელი ან გამაგრილებელი მოწყობილობების ინტენსიური მოხმარების ფონზე ჰაერი შრება, რა დროსაც სიმშრალე იწყება ყელშიც, ჩნდება წვის შეგრძნება და მსუბუქი ტკივილი. ფარინგობლოკი ატენიანებს ყელის ლორწოვანს და აღადგენს კომფორტს.

5. როცა თქვენს გარემოში ბევრი მტვერი ან კვამლია

თამბაქოს კვამლი, მტვერი ან გამონაბოლქვი ხშირად იწვევს ყელის წვასა და გაღიზიანებას. ფარინგობლოკის დამცავი ფენა ხელს უშლის ამ ფაქტორების ზემოქმედებას, ამშვიდებს წვის შეგრძნებას და აღადგენს ყელის ბუნებრივ სისუფთავეს.

როგორ მივიღოთ ფარინგობლოკი სწორად?

რეკომენდებულია ერთი ტაბლეტის ნელა შეწოვა 2-3-ჯერ დღეში. ტაბლეტი არ უნდა ჩაღეჭოთ ან გადაყლაპოთ – მისი ნელი გახსნა უზრუნველყოფს, რომ აქტიური ნივთიერებები თანაბრად გადანაწილდეს ლორწოვანზე და გამოავლინოს მაქსიმალური ეფექტი.

როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება, სანდოობა ყველაზე მნიშვნელოვანია.
ფარმაცევტული კომპანია „სმარტფარმი” გთავაზობთ ფარინგობლოკს ოფიციალური იმპორტიორისგან – ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი 100%-ით ორიგინალი, უსაფრთხო და ხარისხით შემოწმებულია.

საბოლოოდ, ყელის ტკივილი არ არის უბრალოდ დისკომფორტი. ხშირად გვგონია, რომ უბრალოდ ყელი გაგვიცივდა, ან მალე „თვითონ გაივლის”, მაგრამ რეალურად ყელის ტკივილი შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ პრობლემებში, როგორიცაა ქრონიკული ტონზილიტი, ხმის იოგების ანთება, ბრონქიტი ან სხვა გართულებული ინფექციები, რომლებიც დიდხანს გრძელდება.

დროული რეაგირება კი ზუსტად ის ნაბიჯია, რომელიც გიცავთ ამ გართულებებისგან. როდესაც ტკივილი და პირველადი ნიშნები ჩნდება, დროულ რეაგირებაში სწორად შერჩეული საშუალება დაგეხმარებათ – ფარინგობლოკი უზრუნველყოფს, არ გაღრმავდეს ანთება, სწრაფად აღდგეს ლორწოვანი და დაიბრუნოთ კომფორტი.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g