LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ იყო გაჩერებული ზუგდიდი-თბილისის მატარებელი – რას აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“

166
ფორტუნა (2)

ზუგდიდი-თბილისის მატარებელი ხარაგაულში გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაჩერებული იყო.

მიზეზი მგზავრებს შორის შელაპარაკება გახდა.

„საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ მატარებელი ამ დროისთვის მსვლელობას განაგრძნობს.

„ზუგდიდი თბილისის რეისზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მგზავრს შელაპარაკება მოუვიდა სხვა მგზავრებთან. მოგვიანებით დაუპირისპირდა დაცვის სამსახურის თანამშრომელს. “საქართველოს რკინიგზამ” მატარებელი ხარაგაულში გააჩერა და პოლიცია გამოიძახა.

სიტუაცია ადგილზე განიმუხტა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მგზავრი ჩავიდა მატარებლიდან, მატარებელმა კი განაგრძო მსვლელობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ფოტო: მთავარი არხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები