კანადაში მცხოვრებ 65 წლის პენსიონერ ტომ კრისტს ფორტუნამ გაუღიმა და ერთ-ერთ ლოტოში 40 მილიონი დოლარი მოიგო. თუმცა, მოგების გაგების შემდეგ, იღბლიანმა მამაკაცმა თანხაზე უარი განაცხადა და ქველმოქმედებაში გადარიცხა.
ტომ კრისტი ბეიკერის სახელობის ონკოლოგიურ ცენტრს დაეხმარა.
გადაწყვეტილება , რომელიც, მისივე თქმით, წამითაც არ უნანია, მთელი მსოფლიოსთვის გასაოცარი აღმოჩნდა.
ჩემი მეუღლე , საკმაოდ ახალგაზრდა, მთელი 6 წელი ებრძოდა საშინელ დაავადებას, თუმცა 2012 წლის თებერვალში კიბომ თავისი გაიტანა და იგი ხელიდან გამოგვაცალა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე სრული თანხა ქველმოქმედებას მოვახმარო, ფული სნეულებს უფრო გამოადგებათ. მოგებული თანხის შესახებ შვილებმაც არ იცოდნენ, მე მათ ვუმალავდი. ახლობლებმაც სწორედ ჟურნალისტების მეშვეობით გაიგეს ეს ამბავი, ჩემი საქველმოქმედო გადაწყვეტილება მოიწონეს, თუმცა მისაყვედურეს აქამდე რომ დავუმალე”- განაცხადა ტომმა CBC News-ის ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს.