მედიკოსების მტკიცებით, სასიამოვნოდ მჟავე ლიმონიანი წყალი, რომელიც ენერგიის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი წყაროა, არა მხოლოდ წყურვილს კლავს სხვა სასმელზე უკეთ, არამედ ავსებს ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებით, მინერალებითა და მიკროელემენტებით, გვიცავს სხვადასხვა დაავადებებისგან და ჭარბი წონისგან.
ლიმონის წვენის სასარგებლო თვისებები:
– ხელს უწყობს საჭმლის მონელებას
– ტოქსინებისგან წმენდს ღვიძლს
– ანტიანთებითი თვისებების წყალობით იცავს სასუნთქ გზებს ინფექციისგან
– როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, აძლიერებს იმუნურ სისტემას და იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან
– არეგულირებს ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას
– არეგულირებს არტერიულ წნევას
– ამცირებს ტკივილს სახსრებსა და კუნთებში
– С ვიტამინის წყალობით აუმჯობესებს სახის კანს და აახალგაზრდავებს ორგანიზმს
– პექტინის ბოჭკოს წყალობით, რომელიც ხელს უწყობს მადის შემცირებას, ეფექტურად ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს
– სწრაფად ხსნის კუჭის წვას (გახსენით ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ნახევარ ჭიქა წყალში)
– ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს (მიირთვით რეგულარულად თუნდაც ერთი ჭიქა წყალი რძით და ნახევარი ლიმონის წვენით)