LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა გაიღვიძოთ ადრე? – 7 მიზეზი სპეციალისტებისგან

151
easy-tips-to-wake-up-early

ადრე გაღვიძება როგორც წესი, მაღვიძარას მრავალჯერ გადაწევასთან და სამსახურში გაქცევასთან ასოცირდება. თუმცა, ცოტა ხნის წინ დადგინდა, რომ ეს ნორმა აღარ არის. ადრიანი დილები ბევრ დადებითთან ასოცირდება – სიმშვიდესთან და მთელი დღისთვის საჭირო ენერგიების შევსებასთან. კარგად ცნობილი ფაქტია ისიც, რომ მილიარდერები დღეს გამთენიის 5:00 საათზე იწყებენ და მათი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოც სწორედ ესაა.

დილით ადრე გაღვიძების დადებითი მხარეები:

შესაძლოა თავიდან გაგიჭირდეთ, თუმცა შემდეგ მიხვდებით, რომ დილაადრიან გაღვიძება მალე ჩვევად გადაიქცევა და არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას გამოიწვევს.

• დრო საკუთარი თავისთვის – როდესაც დილით იმაზე ადრე იღვიძებთ ვიდრე გეგმავდით, არამხოლოდ დილის ყავით შეგიძლიათ დატკბეთ, არამედ სხვა უამრავი აქტივობაც მოასწროთ. დრო არ გაქვთ თქვენი ჰობისთვის? – მარტივია, უბრალოდ ადრე გაიღვიძეთ.

• კარგად გამოძინება – ისინი ვინც ადრიანად იღვიძებენ, როგორც წესი სწორ დროსაც იძინებენ. როდესაც ღამეს არ ათენებთ, სხეული უკეთ ისვენებს და დილითაც ბევრად უფრო ენერგიულად იგრძნობთ თავს.

• გაუმჯობესებული კანი – მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჯანსაღი ძილი კანს ახალგაზრდობას უფრო დიდ ხანს უნარჩუნებს.
• დაბალანსებული კვება – როდესაც ადრე იღვიძებთ, ავტომატურად იწყებთ ჯანსაღი საუზმის მომზადებას, რაც თავს კიდევ უფრო მეტად ენერგიულად გაგრძნობინებთ. საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია.

• ნაკლები დრო სამსახურამდე – ადრე გაღვიძების კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ სახლი შეგიძლიათ ადრიანად დატოვოთ, რაც გზებზე საცობებს აგაცილებთ თავიდან, მნიშვნელოვან შეხვედრებზეც არ დააგვიანებთ.

• პროდუქტიულობის მაქსიმალურად გაზრდა – ადრე გაღვიძებით დღის გეგმავს უკეთ შეადგენთ, კარგად გაიაზრებთ ყველა ფაქტორს და არეულობასაც აირიდებთ თავიდან.

• დაბალანსებული მენტალური ჯანმრთელობა – კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებს ვინც ადრე იღვიძებს – უკეთესი მენტალური ჯანმრთელობა აქვთ. ისინი ოპტიმისტები არიან და ყველა სიტუაციაში პოულობენ პოზიტივს. დღის ადრიანად დაწყება სტრესსაც კი ამცირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები