LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა გაუქმდეს სუს-ი?

84

სამწელიწადნახევრის განმავლობაში, ამ მთავრობამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რუსეთის ვერცერთი ჯაშუში ვერ გამოავლინა, ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მან სუს-ის ხელმძღვანელის მაოდგილის მიერ პარლამენტის წინაშე წარდგენილი ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ უწყება თავის მოვალეობას ვერ ასრულებს.

”კომიტეტის სხდომაზე იზორიას ვკითხე, გამოავლინეს თუ არა ერთი ჯაშუში მაინც, რომელივ რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობდა. თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე.  გარდა ამისა, თუ გახსენდებათ კორუფციულ გარიგებაში მონაწილე მაღალი თანამდებობის პირი. როგორ შეიძლება ასეთი რამე ხდებოდეს, რომ ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი მაშკევიჩი იმ ფონდიდან ფინანსდებობდეს, რომელსაც დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს და რომელშიც არის საქართველოს გადასახადის გადამხდელთა ფული” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი დეპუტატი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილის მითითებებს ასრულებს და მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნით არის დაკავებული. ბარამიძის აზრით, სუს-ი უნდა გაუქმდეს.

”საპარლამენტო უმცირესობას გვაქვს ინიციატივა, რომ გაუქმდეს ეს სამსახური  და შეიქმნას ახალი სტრუქტურა, რომელიც არ იქნება დაკავებული პოლიტიკური ოპონენტების დევნით და იმუშავებს  კონტრდაზრვერვის მიმართულებით, ტერორიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ასევე აგრესიული ექსტრემიზმის წინააღმდეგ იბრძოლებს” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g