LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარამიძე: „რეჟიმმა უნდა შეიგნოს, რომ ოპონენტი პარტიის მთავარი ლიდერით საპატიმროში, ევროკავშირში კი არა, ალბათ, აფრიკულ გაერთიანებაში არ მიგვიღებენ“

127
Untitled design (1)

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში უსამართლო ბრალდებებით იმყოფება.

გიორგი ბარამიძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ოპონენტი პარტიის მთავარი ლიდერით საპატიმროში, ქვეყანას „ევროკავშირში კი არა ალბათ, აფრიკულ გაერთიანებაში არ მიიღებენ“.

„რეჟიმმა უნდა შეიგნოს, რომ პოლიტიკური პატიმრით, მით უმეტეს, მთავარი პატრიოტული და ამ რეჟიმის ოპონენტი პარტიის მთავარი ლიდერით საპატიმროში, ევროკავშირში კი არა ალბათ, აფრიკულ გაერთიანებაში არ მიგვიღებენ და ეს, უპირველეს ყოვლისა, არის ეროვნული საკითხი.

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შემქმნელია, აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი, უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებების და ჯიბის სასამართლოს განაჩენის გამო ზის ციხეში, ეს არის ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების დარღვევა, რომელსაც მთელი ქვეყანა, მთელი მსოფლიო ხედავს, თუ როგორ ექცევიან მიხეილ სააკაშვილს, როგორ აყენებენ შეურაცხყოფას, როგორ არღვევენ ადამიანის უფლებებს და, მეორე მხრივ, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი, იმ მიზნის ღალატი, რისთვისაც არის მოწოდებული საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.

მოვუწოდებთ ამ რეჟიმს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და თქვენ იცით, რომ ქვეყნის გარედან უკრაინის პრეზიდენტი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ჩვენი პოლონელი მეგობრები, ევროკავშირის წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები, ამერიკელები, კონგრესმენები, სენატორები, ამ რეჟიმზე ზეწოლას აგრძელებენ და აძლიერებენ.

ისინი მოუწოდებენ რეჟიმს, რომ დაუბრუნდეს ევროპული განვითარების გზას და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმარი, პუტინის პირადი ტყვე, მიხეილ სააკაშვილი და მოახერხოს ქვეყანაში ვითარების ნორმალიზაცია, რომელსაც ეს რეჟიმი, პუტინის დაკვეთით ხელოვნურად ძაბავს“- ამბობს გიორგი ბარამიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები