LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა შეწუხდეს ევროპელი გადასახადის გადამხდელი მელიას გირაოს გადასახდელად?: არჩილ თალაკვაძე

63
არჩილ თალაკვაძე

„რატომ უნდა შეწუხდეს ევროპელი გადასახადის გადამხდელი ნიკანორ მელიას გირაოს გადასახდელად?“, – ამის შესახებ განცხადება არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.  მისივე განცხადებით, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს „რამდენად სწორია, ქვეყანაზე ფიქრობს თუ თავის თავზე ნიკა მელია, როცა ევროკავშირს სთხოვს ფულის გადახდას“.

„რამდენად სწორია, ქვეყანაზე ფიქრობს თუ თავის თავზე, როცა ევროკავშირს სთხოვს ფულის გადახდას, ეს საზოგადოებამ განსაჯოს. რატომ უნდა შეწუხდეს ევროპელი გადასახადის გადამხდელი ნიკანორ მელიას გირაოს გადასახდელად? თუმცა, კარგია, რომ ეს თანხა არავის ეკარგება, უკან უბრუნდება... გირაო საერთოდ არ ეხება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. გირაოთი ახლა გამოვა თუ არა, ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე რამდენად გამოჩნდა, რომ თავის დროზე ნიკა მელიას დაკავებით ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, რადგან ახლა თავადვე უწევს მისი გათავისუფლების გზების ძიება – თალაკვაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით დღესაც და 2 თვის შემდეგაც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა. 

„ადამიანს, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოში გამოდის და ამბობს, რომ მისთვის კანონები არ არსებობს და შეუძლია დაარღვიოს, სახელმწიფო ვალდებულია შეახსენოს, რომ არსებობს კანონი და არსებობს სახელმწიფო. ვფიქრობ, 2 თვის წინაც, 2 თვის შემდეგაც, თუ ვინმე, მითუმეტეს საჯარო პოლიტიკური პირი გამოვა და იტყვის, რომ ის კანონებზე მაღლა დგას, სხვა მოქალაქეებს კანონი ეხებათ და მას არა, თუ ეს ადამიანი ძალადობრივ შეტევით ორგანიზებაში ჩაერთვება პარლამენტის, მთავრობის თუ ცესკო-ს წინააღმდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, დღესაც ვფიქრობ, სახელმწიფომ მას უნდა შეახსენოს, რომ ამ ქვეყანაში არსებობს კანონი და კანონის უზენაესობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები