ალბათ ყველას გვსმენია, რომ აქტიური ცხოვრების წესი თუ სწორი კვება ჯანმრთელობას აუმჯობესებს და სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც დადებითად აისახება.
ჯანსაღი ცხოვრების წესი ეს არის ვარჯიში, დაბალანსებული დიეტა და სულიერი სიმშვიდე. სასურველი შედეგის მისაღებად ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ.
სილამაზე
ჯანსაღი ცხოვრების წესი პირდაპირ აისახება თქვენს გარეგნობაზე. თუკი საკუთარ თავს საჭირო დროს უთმობთ, ვარჯიშობთ და სწორად იკვებებით – ახალგაზრდობის შენარჩუნება ბევრად ადვილია. ვარჯიში ორგანიზმიდან ტოქსინებს დევნის და დაბერების პროცესიც ნელდება.
ენერგიულობა
როგორც კი ჯანსაღი წესით დაიწყებთ ცხოვრებას, ენერგიის მოზღვავებასაც იგრძნობთ. ვარჯიში და სწორი კვება სხვადასხვა დაავადებების გაჩენის რისკსაც ამცირებს. უფრო ზუსტად კი როგორც ბოლოდროინდელი კვლევებით დასტურდება, დღეში 30 წუთიანი ფიზიკური აქტივობა კიბოს გაჩენის ალბათობასაც უფრო ნაკლებს ხდის.
მენტალური ჯანმრთელობა
ჯანსაღი ცხოვრება არამხოლოდ ფიზიკურ არამედ მენტალურ მდგომარეობაზეც მოქმედებს. სასიკეთოდ იცვლება განწყობა და ზოგადად ხასიათი. ალკოჰოლსა და სიგარეტზე უარის თქმით დეპრესიის დამარცხება ბევრად მარტივია. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულები უფრო ბედნიერები არიან.