LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ ვარ დეპრესიაში და გიორგი (მეუღლე) დამშორდა… წავიდა სახლიდან, წაიღო ნივთები, მერე „გაიჩითა“ სთორი, რომ საბერძნეთშია… ძალიან მეტკინა“ – ფოტოგრაფი მარი ნაკანი

10656
მარი ნაკანი

ფოტოგრაფები მარი ნაკანი და გიორგი მამასახლისი დაშორდნენ. ამის შესახებ მარი ნაკანი ინსტაგრამ-სთორიში საუბრობს.

„რატომ ვარ დეპრესიაში და გიორგი (მეუღლე) დამშორდა. მე მპირდებოდა და ვალენტინობაზე თვითონ წავიდა საბერძნეთში სამოგზაუროდ. გადაწყვიტა, რომ 21-წლიანი ურთიერთობა ასე აიღოს და „დაგადოს“. მე წავედი და ტუჩები დავიბერე, კიდევ ვარჯიშსაც დავიწყებ… მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მაქვს სურვილი, არც ხალისი… რვა კილო მოვიმატე.

ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ მე და გიორგი ერთად ვგეგმავდით საბერძნეთში წასვლას. ბავშვობიდან მითოლოგია ძალიან მიყვარდა და ბებიასთან ერთად ვწერდი ხოლმე კონსპექტებს საბერძნეთზე. არასდროს ვყოფილვარ საბერძნეთში და გიორგის უნდოდა, საჩუქარი გაეკეთებინა. მერე ადგა და გაფრთხილებისა და ყოველგვარი საუბრის გარეშე დამშორდა, თან საბერძნეთში წავიდა ვალენტინობაზე. ძალიან მეტკინა. მენტალური დღის სტაციონარში ვიწექი და ერთ მშვენიერ დღეს გიორგიმ აღარ მომაკითხა. წავიდა სახლიდან, წაიღო ნივთები, მერე „გაიჩითა“ სთორი რომ საბერძნეთშია, არც ვიცი, მარტოა თუ ვინმესთან ერთად, ძალიან მეტკინა“, – ამბობს მარი ნაკანი.

მარი ნაკანი: „პროექტი დავტოვე პირველ მეუღლესთან შესარიგებლად და სასამართლო დავტოვე მეორე მეუღლესთან ერთად…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g