LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველა პენსიონერს თბილისში, ვისაც ქრონიკული ან სხვა დაავადებების გამო უწევს სამედიცინო სტრუქტურაში სიარული, მზად ვარ მოვემსახურო ჩემი მანქანით უფასოდ”

5248
BeFunky-collage (7)

ხვალიდან 2 თვის განმავლობაში, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება, დაიხურება ყველა სავაჭრო ცენტრი, ბაზრობები, ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და იკეტება რესტორნები, გასართობი ცენტრები, ფიტნეს და სავარჯიშო დარბაზები, ასევე საცურაო აუზები.

“სულ მცირე ორი კვირა სჭირდება იმას, რომ შეზღუდვების ეფექტი გამოჩნდეს” – თამარ გაბუნია

აიკრძალება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა და ნებისმიერი გადაადგილება საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით იზღუდება. შეზღუდვა არ წესდება მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე).

ქვეყანაში არსებული სოციალური ფონისა და დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, გიორგი მამასახლისი პენსიონერებს, რომელთაც სამედიცინო დაწესებულებაში მოუწევთ მისვლა და ამისთვის ფინანსური რესურსი არ ექნებათ, კვირის კონკრეტულ დღეებში სთავაზობს მანქანით უფასო მომსახურებას.

“ხვალიდან, ყველა პენსიონერს თბილისში, ვისაც ქრონიკული ან სხვა დაავადებების გამო უწევს სამედიცინო სტრუქტურაში სიარული და არ აქვს ტაქსის ფული, მზად ვარ მოვემსახურო ჩემი მანქანით უ ფ ა ს ო დ
თავისუფალი ვარ სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს.

p.s. ფოტო ყურადღების მისაქცევად”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები