LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სულ მცირე ორი კვირა სჭირდება იმას, რომ შეზღუდვების ეფექტი გამოჩნდეს” – თამარ გაბუნია

210
BeFunky-collage (6)

პანდემიური მდგომარეობის დამძიმების გამო საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამკაცრებული რეგულაციების შედეგს, მთვრობაში ორი კვირის შემდეგ ელოდებიან. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გამუნიას განმარტებით, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კოვიდინფიცირების შემთხვევები დაახლოებით 25%-ით უნდა შემცირდეს.

უმთავრესი ამ პროცენტში, მისი განმატრებით მოქალაქეების მობილობის შემცირებაა. თამარ გაბუნიამ საკითხზე რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში “რეალურ დრო” ისაუბრა.

“სულ მცირე ორი კვირა სჭირდება იმას, რომ შეზღუდვების ეფექტი გამოჩნდეს. დეკემბრის შუა რიცხვებიდან სულ მცირე სტაბილიზაციას უნდა ველოდოთ და შემდეგ უკვე მოსალოდნელია  მეტი შედეგიც. უნდა გვესმოდეს, რომ მობილობის შეზღუდვა პირდაპირ პროპორციულ კავშირშია შემთხვევების რაოდენობასთან. მოდელირების სხვადასხვა სცენარში დაახლოებით 20-30% შემცირების პოტენციალი არსებობს.” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

magti 5g