მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოტოგრაფები, მარი ნაკანი და გიორგი მამასახლისი შერიგდნენ, წყვილს გადაცემა „სარკასტიკა“ დაუკავშირდა.
წყვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაშორებული იყო, ამის შესახებ მარი ნაკანმა არაერთხელ ისაუბრა.
ვიდეო: „ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ შევრიგდით“ – რა კადრებს აქვეყნებს მარი ნაკანი
წამყვანის კითხვაზე, „მარიმ თქვა, რომ დამშორდა და საბერძნეთში წავიდა“, გიორგი მამასახლისმა უპასუხა, რომ ეს ტყუილია:
„ეგ ტყუილია, სერიალი იყო… ალბათ იცი, რომ მე პირად ცხოვრებას ვუფრთხილდები…“ – უპასუხა გიორგი მამასახლისმა.
@sarkastika3 📞ვურეკავთ მარი ნაკანს. ის და მისი მეუღლე შერიგდნენ 😆❤️ #sarkastika #სარკასტიკა #foryou #ფორიუ
♬ original sound – სარკასტიკა • sarkastika
