ფოტოგრაფი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აინტერესებს, რატომ დასცინიან ადამიანებს მაშინ, როდესაც ისინი ცუდად არიან. აღნიშნულის მაგალითად, მარი ნაკანს მისი პირადი გამოცდილება მოჰყავს და წერს, რომ როდესაც გიორგისთან დაშორების შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იყო ხალხი ცუდ კომენტარებს უწერდა.
ვიდეო: „ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ შევრიგდით“ – რა კადრებს აქვეყნებს მარი ნაკანი
„ეგ ტყუილია, სერიალი იყო…“ – რას ამბობს მარი ნაკანის და გიორგი მამასახლისის წყვილი შერიგების შემდეგ
„როცა მე და გიორგი დავშორდით, სტრესი მივიღე და ცუდად ვგრძნობდი თავს, ვინც ემოციურია გამიგებს.
მაგ პერიოდში ბოლომდე ვერც ვაცნობიერებდი ჩემს გარშემო რა ხდება, თითქოს ტალღამ გადამფარა.
ახლა როცა დავლაგდი, გადავხედე კომენტარებს, რაც მაშინ იწერებოდა და
ერთი შეკითხვა გამიჩნდა.
რატომ უნდა დასცინო ადამიანს, როცა ხედავ რომ ის ცუდად არის“, – წერს მარიამ ნაკანი.
