ფოტოგრაფები, მარი ნაკანი და გიორგი მამასახლისი შერიგდნენ. წყვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაშორებული იყო.
ინფორმაციას და საკუთარ ემოციებს მარი ნაკანი გამომწერებს სოციალურ ქსელში უზიარებს.
ფოტოგრაფი წვიმიანი ქალაქის ქუჩებში მეუღლესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
„ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ შევრიგდით. მინდოდა ეს სიხარული თქვენთვისაც გამეზიარებინა“.
ცნობისათვის, მეუღლესთან დაშორების შესახებ მარი ნაკანმა „ინტაგრამის“ სთორიში რამდენიმე თვის წინ თავად ისაუბრა.
