LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ ასხამენ ”ფლატეს” მინის ბოთლებში?

145

შპს ”ქართული წყალი და კომპანიამ”  რამდენიმე თვეა  ”ფლატეს” წარმოება განაახლა. თუმცა, ამ ეტაპზე კომპანიას მუშაობაში გარკვეული ფაქტორები  ხელს უშლის.  როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, მერაბ კუბლაშვილმა განუცხადა,  ”ფლატეს” ჩამოსხმა მინის ბოთლებში, საჭირო ფინანსების არქონის გამო, ვერ ხერხდება.

”როდესაც პროდუქციის გატანა გვინდა საექსპორტოდ, მოთხოვნა ძირითადად მინის ბოთლებზეა, რაც ჩვენ  არ გვაქვს. რამდენიმე წელია ვითხოვთ ფინანსურ დახმარებას. გვინდა კრედიტის აღება. ამ მიზნით მივმართეთ რამდენიმე სახელწიფო პროგრამას, თუმცა, სამწუხაროდ,  ამ დრომდე ჩვენთვის სესხი არავის გამოუყვია”, – აღნიშნა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, კომპანიას არ გააჩნია არც საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, რის გამოც მცირე რაოდენობით მინერალურ წყალს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია კი დიდ სავაჭრო ქსელებში ხორციელდება.

რაც შეეხება ექსპორტს, როგორც მერაბ კუბლაშვილმა განმარტა, ახლახანს აშშ-ში ”ფლატეს” საცდელი პარტია გაიგზავნა. გარდა ამისა,  ”ქართული წყალი და კომპანიას”  მინერალური წყალი რამდენიმე დღეში აზერბაიჯანშიც გაიყიდება. ამასთან, გაფორმდა ხელშეკრულება ერთ-ერთ რუსულ კომპანიასთანაც, რომელიც ”ფლატეს” რუსულ ბაზარზე შეიტანს.

ცნობისთვის, ”ქართული წყალი და კომპანია”  2012 წელს დაფუძნდა. მასში დაახლოებით 3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. საწარმო, რომელშიც 50 ადამიანია დასაქმებული, სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის რაიონში მდებარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g