LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ იკეთებენ ადამიანები კარიერას – ლარი სმითის რეკომენდაციები

ადამიანები გამუდმებით ეძებენ სამუშაო ადგილებს, სურთ დიდებული კარიერა. თუმცა სპიკერი ლარი სმითი მიიჩნევს, რომ არსებობს ბევრი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ვერ იკეთენ კარიერას. ამ მიზეზების შესახებ მან TED-ზე ისაუბრა.

” ალბათ ბევრჯერ გსმენიათ: “თუ გსურს დიდებული კარიერა, უნდა მიჰყვე ვნებას, შენს ოცნებებს, ცხოვრების ყველაზე დიდ გატაცებას”. თუმცა მაინც არ იქცევით ასე. რატომ? გეზარებათ ამის გაკეთება? ძალიან ძნელია? გეშინიათ დაფიქრდეთ თქვენს ვნებებზე და თუ ვერ იპოვით, თავს იდიოტად იგრძნობთ? ან იწყებთ გამართლებების ძებნას, თუ რატომ არ გინდათ ვნების პოვნა. ალბათ გექნებათ მთელი სია გამართლებებისა, არ აკეთოთ ის, რისი გაკეთებაც საჭიროა დიდებული კარიერისთვის.

ასეთი გამართლებების დროს ხშირად გაიგებთ, მაგალითად:
1.”უმეტესობისთვის დიდებული კარიერა, არის მხოლოდ და მხოლოდ იღბალის საკითხი. ამიტომ, უბრალოდ დავეყუდები და შევეცდები ვიყო იღბლიანი. თუ გამიმართლებს, მექნება დიდებული კარიერა”.
2.”არიან ადამიანები, რომლებიც მისდევენ თავის ვნებას, მაგრამ ისინი გენიოსები არიან. ისინი სტივენ ჯეიები არიან. მე არ ვარ გენიოსი. როცა ხუთი წლის ვიყავი, ვფიქრობდი, რომ გენიოსი ვიყავი, მაგრამ ჩემმა პროფესორებმა ეს აზრი ამომიგდეს თავიდან”.
3. “ამას გავაკეთებდი, იმას გავაკეთებდი, მაგრამ, მაგრამ… ბოლო-ბოლო მე ვიღაც უცნაური ტიპი ხომ არ ვარ. ყველამ იცის, ისინი, ვინც საკუთარ ვნებებს მისდევს რაღაცნაირი აკვიატებულები არიან. ცოტა უცნაურები. მე კარგი ვარ. მე ნორმალური ვარ. ნორმალურ ადამიანებს არ გააჩნიათ ვნება.”
4.”მე მინდა დიდებული კარიერა, მაგრამ მე არ ვარ მზად მივყვე ჩემს ვნებებს. მაქვს სტრატეგია. ეს არის ის, რაც დედიკომ და მამიკომ მითხრეს. მათ კი მითხრეს, თუ ბევრს ვიმუშავებ, კარგი კარიერა მექნება”.

იცით რა, გინდათ მუშაობა? ამას შეძლებთ. მსოფლიო მოგცემთ ამის საშუალებას. მაგრამ, დარწმუნებული ხართ, რომ ეს მოგცემთ დიდებულ კარიერას, მაშინ, როცა ყველაფერი საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

მოდით ვისაუბროთ მათზე, ვინც ცდილობს იპოვოს თავისი ვნება. ვნება არის უდიდესი სიყვარული, ის, რაც თქვენს ნიჭს გამოვლენის საშუალებს მისცემს. ვნება და ინტერესი არ არის ერთი და იგივე.  მაგალითად, თქვენ შეძლებთ მიხვიდეთ თქვენს რჩეულთან და უთხრათ: “გამომყევი ცოლად! შენ საინტერესო ხარ.” რა თქმა უნდა არა. თქვენ გჭირდებათ 20 ინტერესი, საიდანაც ერთ-ერთი მათგანი გაგიტაცებთ, ჩაგითრევთ სხვებზე მეტად, რომელიც გაინტერესებთ. აი, ეს არის ვნება.  თუ არ მისცემთ თქვენს ნიჭს სრულად გამოვლენის საშუალებას და დაკმაყოფილდებით “საინტერესოთი”, იცით რა მოხდება თქვენი გრძელი ცხოვრების ბოლოს? მეგობრები და ნათესავები შეიკრიბებიან სასაფლაოზე, თქვენი საფლავის ქვაზე კი ეწერება: “აქ განისვენებს გამორჩეული ინჟინერი, რომელმაც გამოიგონა ფხრიწიანი ლენტი.” გიფიქრიათ რა ეწერება საფლავის ქვაზე, თუ სხვა ცხოვრებით იცხოვრებთ, თქვენი ნიჭის სრულად გამოვლენის შემთხვევაში.

ყოველთვის, როცა თქვენ არ მისდევთ თქვენ ვნებებს, განიცდით მარცხს, იგონებთ ახალ გამართლებას, ნებისმიერ გამართლებას, რომ არ იმოქმედოთ. წარმოიდგინეთ, ერთ დღეს თქვენი შვილი მოვა და გეტყვით: “მე ვიცი ვინ მინდა გამოვიდე, ვიცი როგორ მინდა ვიცხოვრო.” თქვენ ბედნიერი ხართ. თქვენი შვილი ნიჭიერია მათემატიკაში. წინასწარ იცით, რაც არ უნდა გითხრათ მოგეწონებათ. თქვენი შვილი  კი გეუბნებათ: “მე გადავწყვიტე ვიყო ილუზიონისტი. მინდა საოცარი ტრიუკები შევასრულო სცენაზე.” და თქვენ რას პასუხობთ? “ეს სარისკოა. შეიძლება არ გამოგივიდეს. ამით ფულს ვერ იშოვი. დაფიქრდი. კარგად გამოგდის მათემატიკა…”. ის გაწყვეტინებთ და გეუბნებათ, რომ ეს მისი ოცნებაა. თქვენ რას უპასუხებთ, რომ ერთ დროს თქვენც გქონდათ ოცნება, მაგრამ… შეგეშინდათ, დიახ შეგეშინდათ გაჰყოლოდით. არადა,  შეგეძლოთ  მისთვის გეთქვათ: “კარგია. სცადე, ისევე, როგორც ოდესღაც მე ვცადე”. მაგრამ თქვენ ვერ შეძლებთ ამის თქმას, რადგან თავის დროზე არ გიცდიათ.
თქვენ გეშინიათ მიჰყვეთ ვნებას. გეშინიათ სასაცილოდ გამოიყურებოდეთ. გეშინიათ სცადოთ. გეშინიათ, რომ შეიძლება მარცხი განიცადოთ. ეს არის ის მიზეზები, რატომაც ვერ მიაღწევთ დიდებულ კარიერას”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g