LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომღაც 6 წლის წინანდელი ამბავი დღეს წამოვწიეთ, არავინ არაა ამით თავატკივებული ან გემო არ მოსწონს… ამ თემას დაზარალებული არ ჰყოლია არც მაშინ და დღემდე“ – ლაშა პაპაშვილი რძის სკანდალზე

248
ლაშა პაპაშვილი

„ვფიქრობ, ძალიან გადაჭარბებულად არის ეს თემა წამოწეული. პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ რატომღაც დღეს, 6 წლის წინანდელი ამბავი წამოვწიეთ – რა მოხდა და როგორ და, არავინ არაა ამით თავატკივებული, ან გემო არ მოსწონს… ამ თემას დაზარალებული არ ჰყოლია არც მაშინ და დღემდე”, – ასე უპასუხა „ყვარლის ბაგას“ მფლობელმა ლაშა პაპაშვილმა bm.ge-ს კითხვას, რატომ აჭმევდა „ყვარლის ბაგა“ საქონელს ქათმის ნაკელს 2018-2019 წლებში.

ლაშა პაპაშვილი „ყვარლის ბაგას“ რძის სკანდალის შესახებ საუბრისას ამბობს, რომ ძროხები, რომელთა რეალიზაციაც მოახდინეს, არ დახოცილა, ისინი დაკლეს იმიტომ, რომ რეზისტენტულები გახდნენ.

მისივე თქმით, 3-5 დღის მკურნალობის მერე საშიში აღარაა ანტიბიოტიკი და ხორცზე ზემოქმედებას არ ახდენს.

„სულ 1 წელი იყო ეს ქეისი… დაახლოებით, 7-8 თვე იკვება საქონელი [ქათმის ნარჩენით], რაც პროტეინის შემცველი დანამატია და ინდუსტრიისთვის ცნობილია“ – ლაშა პაპაშვილი რძის სკანდალზე

ლაშა პაპაშვილი ირწმუნება, რომ მას შემდეგ, რაც კომპანია „ჩირინას“ მიერ მიწოდებულ ქათმის ნაკელში ანტიბიოტიკების კვალი აღმოაჩინეს, 2019 წელს „ჩირინასთან“ თანამშრომლობა შეწყდა და მას შემდეგ „ყვარლის ბაგას“ კვების რაციონში ქათმის ნაკელი აღარ გამოუყენებია.

„არა, არ დაგვეხოცა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავკალით ძროხები, იმიტომ, რომ ისინი რეზისტენტულები გახდნენ. იყო დახოცვის „ქეისებიც“, მაგრამ ამაზე საგადასახადო მოდის, უტილიზაცია, სასაკლაოზე დამარხვა როცა ხდება, ამაზე საგადასახადო მოდის და არა სეს-ი. ძალიან ცოტა იყო ეგეთი. დახოცილი ძროხა, რაც მე მახსოვს, სულ იქნება თითზე ჩამოსათვლელი, 10-15-20, წელიწადში სულ მაგდენიც არ იქნება.
…სიკვდილიანობა ნიშნავს იმას, რომ დავკალით, აბა, რას ნიშნავს სიკვდილიანობა. კარგად განვმართავ , 3-5 დღის მკურნალობის მერე საშიში აღარაა ანტიბიოტიკი და ხორცზე ზემოქმედებას არ აკეთებს”, – ამბობს ლაშა პაპაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე – „200-მდე ძროხა რა მდგომარეობაში იყო, სანამ გაყიდდნენ?“ პაპაშვილი პასუხობს, რომ სასაკლაოზე ჯანმრთელ ძროხას არ აგზავნის, აგზავნის იმას, რომელსაც პრობლემა აქვს, მაგრამ ასეთი ძროხა ანტიბიოტიკს არ შეიძლება შეიცავდეს.

რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ყვარლის ბაგამ, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია, სასამართლო დავა მოუგო ჩირინას (ბიუ-ბიუ), რომელსაც 4.7 მილიონის გადახდა დაეკისრა. ასევე გაირკვა, რომ ნედლი რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმის მფლობელი “ყვარლის ბაგა” ძროხებს ევროკავშირში აკრძალული ქათმის ნაკელით კვებავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g