ტელეჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილს მრავალწლიანი ოჯახური ცხოვრება აკავშირებს კოლეგა ნინო ხაჟომიასთან.
აკაკი პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ შეკითხვას, რაზე დგას მათი ოჯახის ერთობა:
„ურთიერთგაგებასა და ნდობაზე. ნინომ უღრუბლო ცაზე მეხივით გადაწყვიტა გავარდნა (იცინის). თქვა, რომ კრედიტი უნდა აეღო და სამთო კურორტზე სახლი ჩაედგა. არ მითქვამს: რას ამბობ, გამორიცხულია-მეთქი. კარგად ვიცით, რომ კრედიტის აღება მთელი ცხოვრების სასწორზე შეგდებას ნიშნავს, მერე ნინოს მთაში წასვლა დასჭირდა და ბავშვები ჩემს ამარა რჩებოდნენ. მერე, როცა მე ბათუმში წამოვედი, მას დასჭირდა დამატებით რაღაცები. ეს მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ერთმანეთის ხელშეწყობა, ნდობა და პარტნიორობაა მთავარი. მარადიული სიყვარული, რომელიც უქრობია, არ არსებობს, მაგრამ ეს სიყვარული თუ გადაიზარდა ცოლქმრობაში, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და გაგებას ემყარება, ის გაუძლებს გამოწვევებს, პრობლემასა და დროს…“