LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე ხარჯავენ ოჯახები ყველაზე დიდ თანხას საქართველოში? – ქვეყანაში საბითუმო და საცალო ვაჭრობაში 170 ათასი დასაქმებულია

193
სურსათი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“, სასურსათო საცალო სექტორის და პირველადი მოხმარების საქონლის ბაზარი მიმოიხილა. კვლევაში გაანალიზებულია პირველადი მოხმარების საქონლის ფასწარმოქმნის პოლიტიკა და საკვებ პროდუქტებზე მზარდი ფასების მიზეზები. კვლევა მოიცავს სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზს, ფასებზე მოქმედ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, სამომხმარებლო კალათის დინამიკას და სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.

მიმოხილვის შედეგად ირკვევა, რომ პირველადი მოხმარების საქონლის ბაზარზე მაღალი კონკურენციაა. აქ  წარმოდგენილია 50-ზე მეტი მსხვილი იმპორტიორ/დისტრიბუტორი და რითეილერი. ყველაზე მსხვილი მოთამაშის შემოსავლები ჯამური საცალო ბაზრის შემოსავლების 5%-ზე ნაკლებია.

საქართველოში, დაახლოებით, 170,000 დასაქმებულია საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, რაც მთლიანი დაქირავებით დასაქმებულების 26%-ს შეადგენს. მათ შორის, დისტრიბუციაში და რითეილერებში 30,000-ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული.

შინამეურნეობების ხარჯების დაახლოებით 50% პირველადი მოხმარების საქონელზე მოდის. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ პროდუქციის თითქმის ნახევარი იმპორტირებულია. ბოლო წლებში, სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებული სუბსიდიების მიუხედავად, რეალური წარმოება ძალიან მცირე ტემპით იზრდება და ქვეყანაში აშკარა პრობლემებია საკვების ადგილობრივი წარმოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთი მიზეზი სოფლის მეურნეობის სექტორში კერძო სექტორის დაბალი ჩართულობა და შედეგად დაბალი ეფექტურობაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და სუბსიდირების მიზნობრივი განაწილება.

“მაღალი ინფლაციის პარალელურად, დამატებითი რეგულაციების შემოღება გაზრდის ხარჯებს და მომხმარებლებს გაუძვირებს საკვებს. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია სურსათის უვნებლობა. ქვეყნის განვითარებასთან ერთად, იზრდება ხარისხის სტანდარტები, რაც დადებითად აისახება საკვების უსაფრთხოებაზე.

კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა რითეილერთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დღეისათვის ყველაზე მწვავე პრობლემები არის გაცვლითი კურსი, მაღალი ინფლაცია და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით შემუშავდეს გარკვეული მექანიზმი, რომელიც ფასების მყისიერი ზრდისგან დაიცავს პირველადი მოხმარების საქონლით ვაჭრობის მონაწილეებს”, – ნათქვამია “საზოგადოება და ბანკების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g