LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკური მედია სკოლის მეოცე ნაკადმა სწავლა დაასრულა

117
გიორგი ბაქრაძე

ეკონომიკური მედია სკოლის მეოცე, საიუბილეო ნაკადის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ.

სასწავლო კურსი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი მიზანი ჟურნალისტებისთვის ფინანსური და ეკონომიკური განათლების ამაღლება იყო.

ტრენინგებს ეკონომისტი გიორგი ბაქრაძე და მოწვეული სპიკერები ატარებდნენ.

მედია სკოლის მეოცე ნაკადი 15 მსმენელისგან შედგებოდა. ჟურნალისტებმა ეკონომიკის საფუძვლები სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლეს.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკები“ ორგანიზებითა და ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

ეკონომიკური მედია სკოლა ახალი ნაკადის მიღებას 2024 წლის შემოდგომაზე დაიწყებს.