LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე ოცნებობს 79 წლის ფოთელი პედაგოგი, რომელმაც გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო

385
nata

ფოთში, 79 წლის მასწავლებელმა, ნატრული ტაბიძემ საგნობრივ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება – 10 ქულა მიიღო და საპენიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ჯილდოზე უარი განაცხადა.

ეს ნიშნავს იმას, რომ განათლების სამინისტროს ახალი რეფორმის მიხედვით, თუ ღვაწლმოსილი პედაგოგი უარს იტყოდა პროფესულ საქმიანობაზე, მას ორი წლის ჯამური ხელფასი ერთდროულად გადაეცემოდა.

ნატრული ტაბიძე ფოთის თეოფანე დავითაის სახელობის N1 საჯარო სკოლაში მუშაობს და უკვე 37 წელია ქიმიის მასწავლებელია. მრავალი ჯილდოსა და წოდების მფლობელი პედაგოგიურ მოღვაწეობას 1964 წლიდან ეწევა. პედაგოგი ამბობს, რომ მისი ოცნება სკოლის ქიმიის ლაბორატორიიის მოწყობაა. ამის ფინანსური შესაძლებლობა კი სკოლას არ აქვს.

„მაქვს საოცნებო გეგმა – ლაბორატორიის ძველი ინვენტარის შეცვლა თანამედროვე ლამაზი დიზაინის ინვენტარით, რაც უზრუნველყოფს ქიმიის ლაბორატორიაში არსებული სხვადასხვა სახის ასობით თვითნაკეთი და ქარხნული წარმოების ხელსაწყოების წარმოჩენას უფრო თვალსაჩინოდ და ესთეტიკურად. სკოლას ფინანსურად ამის შესაძლებლობა არა აქვს. ამიტომ, წლებია დავეძებ სპონსორს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. იმედს არ ვკარგავ, ალბათ, გამოჩნდება ვინმე ღვთისნიერი, ვინც ჩემს ოცნებას ფრთებს შეასხამს”, – აღნიშნა ნატრული ტაბიძემ.

 

ნახეთ ასევე:

თეონა მასწავლებელი, რომელიც ეთნიკურ უმცირესობას ქართულს ასწავლის (ინტერვიუ)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g