LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე თქვა უარი შვილის გამო თეა დარჩიამ: „აღთქმა დავდე, რომ თუ ჩემი შვილი ჯანმრთელი დაიბადებოდა, ამას გავაკეთებდი…“

3296
თეა-დარჩია

თეა დარჩია ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს, რატომ გადაწყვიტა „სუხიშვილების“ ანსამბლიდან წამოსვლა:

„როცა ექოსკოპიაზე პირველად მითხრეს, რომ ჩემს შვილს დაუნის სინდომი ექნებოდა, ვნების კვირეული იწყებოდა. შევევედრე უფალს, ოღონდ ჩემი შვილი ჯანმრთელი გაჩნდეს და, რაც ყველაზე მეტად მიყვარს დედამიწის ზურგზე, რასაც ყველაზე დიდი დრო, ენერგია და სიყვარული დავუთმე, მთელი ცხოვრება მივუძღვენი, თავს დავანებებ-მეთქი. ეს იყო „სუხიშვილების“ ანსამბლი. აღთქმა დავდე, რომ თუ ჩემი შვილი ჯანმრთელი დაიბადებოდა, ამას გავაკეთებდი. ღმერთმა შეიწირა ჩემი შესაწირი. უფალმა ყველაზე კარგად იცის რამხელა რამ გავიღე. დღემდე მაკანკალებს ამ გვარის წარმოთქმაზე. „სუხიშვილების“ კონცერტზე რომ მივდივარ, ორი დღე არ მძინავს, მაგრამ რომ ვუყურებ ჩემს შვილ,ს მარიამს, რომელიც იქ ცეკვავს, მასში საკუთარ თავს ვხედავ და ვწყნარდები…“

ვიდეო: „როგორ ჰგავხარ მარიამს“ – თეა დარჩიას უმცროსი ქალიშვილი რეპეტიციიდან შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს

ვიდეო: თეა დარჩიამ შვილის, მარიამ მათიაშვილის ქორწილში შეუდარებლად იცეკვა – ულამაზესი კადრები

ვიდეო: „ბრავო“ – მოცეკვავე დედა-შვილის, თეა დარჩიასა და მარიამ მათიაშვილის მორიგი შთამბეჭდავი შესრულება და უწყვეტი ოვაციები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g