ცოტნე გამსახურდიას ექიმმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ პაციენტის მდგომარეობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკაც შეიმჩნევა.
„პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურად მძიმე რჩება. საკონტროლო გამოკვლევებში რაიმე ტიპის ცვლილება ნანახი არ არის. შესაბამისად, დღეისათვის მკურნალობის მოცულობა რჩება უცვლელი. კვლავინდებურად რჩება მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში, სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ. შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელო დადებითი დინამიკა არის“, – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.
შეგახსენებთ, პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს. შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში ორი პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი სამი.
გერმანიაში ან თურქეთში გადავიყვანთ – ცოტნე გამსახურდია უცხოეთში მიჰყავთ