LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რჩება შეზღუდვები ისეთ ობიექტებზე და საქმიანობებზე, რომელიც მოიცავს ადამიანების დიდ კონცენტრაციას – ბექა დოჭვირი

184
39f6e71cb66a4bca1cf61da757907cc4-xl-2019-11-05-06-57-02-115246

“ამ ეტაპზე რჩება შეზღუდვები ისეთ ობიექტებზე და საქმიანობებზე, რომელიც მოიცავს ადამიანების დიდ კონცენტრაციას”,- ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირმა “ფორტუნას” ეთერში ისაუბრა.

მისი განმარტებით, დიდ ობიექტებში რთულია დაინფიცირებული ადამიანის მოხვედრის შემთხვევაში მისი კონტაქტების დადგენა, შესაბამისად შემდგომი საქმიანობების გახსნა ქვეყანაში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდება.

“მთავრობას წარდგენილი აქვს ეკონომიკური გახსნის გეგმა. ეს იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე გეგმით იყო გათვალისწინებული. ამ ეტაპზე რჩება შეზღუდვები ისეთ ობიექტებზე და საქმიანობებზე, რომელიც მოიცავს მოსახლეობის ან ადამიანების დიდ კონცენტრაციას. ასეთ შემთხვევაში დაინფიცირებული ადამიანის კონტაქტის დადგენა რთულია. ამ ტიპის საქმიანობების გახსნა ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციით ხდება.
ყველამ დაიწყო მცირე ობიექტებით და ისეთი საქმიანობებით, სადაც ადამიანების მცირე ჯგუფის მობილობა ხდებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაკვირვების შედეგად იღებენ გადაწყვეტილებებს დიდი ობიექტების გახსნის შესახებ. ვგულისხმობ ბაზრობებს, მოლებს, ფიტნეს ცენტრებს და აშ”,-განაცხადა ბექა დოჭვირმა.

23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უქმდება, თუმცა გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში ვირუსთან გასამკლავებლად კვლავ რჩება.

გარდა ამისა, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g