LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რჩევა: ქორწინება ასაკოვანი კაცების ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება

121
healthday-en2024-08-214oh3k8w5Ad

კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქორწინება ასაკოვანი კაცების ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით დადებითად აისახება. უახლესი ექსპერიმენტის შედეგებზე US News წერს.

მეცნიერებმა 7641 ადამიანის ცხოვრება შეისწავლეს, დააკვირდნენ მათ ფიზიკურ ფსიქოემოციურ, სოციალურ კეთილდღეობას და დაადგინეს, რომ ისინი ოპტიმალურად ბერდებიან. შემდეგ გავიდა 3 წელი და ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ დააკვირდნენ. შედეგები ისევ ანალოგიური იყო.

საინტერესოა, რომ ის ადამიანები ვინც ქორწინებაში ოდესმე მაინც ყოფილა, ჯანმრთელობის ბევრად უკეთეს მაჩვენებელს აფიქსირებდნენ, ვიდრე ისინი ვისაც ასეთი გამოცდილება არასდროს ჰქონია. სპეციალისტები ასეთ ტენდენციას იმ ფაქტით ხსნიან, რომ ცოლები ქმრების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და ამას ხშირ შემთხვევაში თავად კაცებზე უკეთ აკეთებენ.

საინტერესოა, რომ ქალების შემთხვევაში ქორწინების დადებითი ეფექტი ჯანმრთელობაზე არ გამოვლენილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები