უნდა ვაღიაროთ: თითქმის თითოეული ჩვენგანი ოცნებობს ჰყავდეს ადამიანი, რომელიც საჭირო მომენტში ყველაზე სწორ რჩევას მოგვცემდა. თანამედროვე ცხოვრება ძალიან დინამიურია – ჩვენ დრო არ გვყოფნის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის.
ხშირად, ადამიანი თავადვე არ ცდილობს თავისი ცხოვრება შეცვალოს. ამ დროს კი ჩვენი მისაბაძი ადამიანებისგან ნებისმიერი სახის რჩევა გამოგვადგება.
წაიკითხეთ და გაიაზრეთ, რადგან რამდენიმე მათგანმა შესაძლოა, თქვენი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს.
ყველა ღირებული საქმე მუდმივად უნდა აკეთოთ. დიახ, ეს რთულია. – მიკ ჯაგერი
არ ცდი – ვერ გაიგებ. აი, რას ვეუბნები ჩემს შვილებს ყოველ დილით. – რობერტ დე ნირო
რაღაც ყოველთვის უნდა გქონდეთ, რაც ძალას გმატებთ. ჯანდაბამდე გზა ჰქონია სამსახურს თუ ის ოცნების ასრულებაში ხელს გიშლით. – ოზი ოსბორნი
პატივისცემა. ურთიერთგაგება და ბევრი სიამოვნება – ეს არის ის, რომლის გარეშეც შეუძლებელია ბედნიერი ქორწინება. – Dr. Dre
ან დაწერე რამე, რისი წაკითხვაც სხვებისთვისაც შეიძლება, ან გააკეთე ისეთი რამ, რაზეც სხვა დაწერს. – ბენჯამინ ფრანკლინი
კარგი ტიპები მცირე დოზით გარეწრები უნდა იყვნენ. სხვა შემთხვევაში მოსაწყენია. – ვენსან კასელი
20 წლის შემდეგ თქვენ უფრო მეტად იმით იქნებით იმედგაცრუებული, რაც არ გააკეთეთ, ვიდრე პირიქთ. ასე რომ – წინ, შეიცანით საკუთარი თავი, ნახეთ მსოფლიო, ჩაიდინეთ სისულელეები, გაერთეთ. – მარკ ტვენი
იცხოვრო იმ ადამიანების გარემოცვაში, ვისთვისაც ყველაფერი სულერთია – ეს არის ერთადერთი საშუალება იცხოვრო სწორედ. ხანდახან რთული იქნება, მაგრამ შედეგი ამად ღირს. – ალ პაჩინო







