LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რჩევები მძღოლებისთვის: როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ზამთრისთვის

ზამთარში ავტომობილის მძღოლები განსაკუთრებულად ემზადებიან. საჭიროა საბურავების გამოცვლა, ანტიფრიზის შემოწმება/გამოცვლა  და სხვა პროცედურების გავლა.

“ფორტუნა” ამასთან დაკავშირებით, ქართველ ავტომრბოლელს და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს მევლუდ მელაძეს ესაუბრა.

მევლუდ მელაძე ავტომობილის მძღოლებს ურჩევს რამდენიმე საკითხზე გაამახვილონ ყურადღება.

 

4 მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ

 

ანტიფრიზი

მელაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ანტიფრიზი, რომლის ყინვამედეგობა, ტემპერატურის დაწევისთანავე უნდა შევამოწმოთ.

„თუ გაიყინა ძრავი, მწყობრიდან გამოვა სისტემა, რისი გაკეთებაც ძვირი დაჯდება. უნდა გადავამოწმოთ ანტიფრიზის ყინვამედეგობა, თუ ის დაწეულია, უნდა დავამატოთ სპეციალური სითხე ყინვა-მედეგობის ასაწევად ან შევცვალოთ ის“, – აღნიშნა მევლუდ მელაძემ.

მისი თქმით, ატიფრიზი 2-3 წელში ერთხელ უნდა შეცვალოთ. სხვადასხვა ძრავის მქონე მანქანებს, სხვადასხვა სახის ანტიფრიზი სჭირდება, თუმცა ლურჯი ფერის ანტიფრიზი ყველა ტიპის ძრავზე მიდის და მისი ჩასხმა ავტომობილის მფლობელებს თავად შეუძლიათ.

 

„აკუმულატორი რაღა ზამთარში მოკვდაო“

კიდევ ერთი პრობლემა ზამთარში არის აკულუმატორი. მევლუდ მელაძის თქმით, თუკი აკუმულატორს რაიმე “უჭირს” ზამთარში მისი ნდობა არ შეიძლება.

“ყველა მაგას ამბობს, რაღა „რაღა ზამთარში მომიკვდაო“. ეს იმიტომ რომ ვერც ერთი სახის აკუმულატორი ზამთარში დიდხანს ვერ ძლებს. თუ რაიმე სისუსტე აქვს მას, ზამთარში აუცილებლად “მოკვდება”. თუ შევატყეთ, რომ სუსტია, აუცილებლად უნდა ჩავანაცვლოთ, იმიტომ რომ შეიძლება სადმე გზაში დაგვტოვოს.

მით უმეტეს, თუ ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა ჩვენი ავტომობილი აღჭურვილი”, – განაცხადა მევლუდ მელაძემ.

მინის მწმენდი სითხე

მინის მწმენდებისთვის ზამთარში აუცილებელია სპეციალური სითხის შეძენა, რომელიც არ იყინება.

“ჭყაპი და თოვლი ზამთარში მოსალოდნელია, შუშა ისვრება, წყალი შიგნით იყინება და ზუსტად მაშინ არ “ამოასხამს” როცა დაგვჭირდება. ამიტომ აუცილებელია სპეციალური სითხის ჩასხმა”, – განაცხადა მელაძემ.

 

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მეორადი საბურავის ყიდვისას

ზამთარში საბურავების გამოცვლა აუცილებელია. მეორადი ზამთრის საბურავები საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე გვირჩევს, რომ მისი ყიდვისას აუცილებლად მივაქციოთ ყურადღება წლოვანებას მივაქციოთ.

„თუ ის 5 წელიწადზე მეტისაა, რეზინი თავის ფუნქციას კარგავს, ხისტი ხდება და თითქმის აღარაფრით განსხვავდება ზაფხულის საბურავისგან“, – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ ინტერვიუში, მევლუდ მელაძე.

რაც შეეხება წლოვანებას, ის საბურავზეა დატანილი. მევლუდ მელაძე მძღოლებს ურჩევს, რომ ზამთრისთვის ისეთის აბურავები აარჩიონ, რომლებსაც ფიფქი ახატია.

„წლოვანება საბურავს, ერთ-ერთ გვერდზე ექნება. დაახლოებით, ცერა თითის ზომის ჩაზნექილ ადგილას, 4 ციფრი წერია. აქედან პირველი ორი აღნიშნავს, რომელ კვირასაა საბურავი წარმოებული, მეორე ორი – წელს. მაგ: 2414 ნიშნავს 2014 წლის 24-ე კვირას დამზადებულ საბურავს.

ზამთრისთვის უკეთესია ის საბურავი, რომელსაც ან ფიფქი ახატია ან პირდაპირ აწერია, რომ ზამთრისთვისაა განკუთვნილი“, – განმარტა მელაძემ.

 

ამ ოთხი ფაქტორის გარდა, მევლუდ მელაძე, ავტომფლობელებს საჭირო რჩევებსაც აძლევს:

 

ძრავის გახურება საბჭოთა მითია – დაქოქეთ, წადით“

ქართველი ავტომრბოლელი და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ზამთარში ძრავს გახურება არ სჭირდება.

მევულ მელაძის თქმით, ეს საბჭოეთიდან გადმოსული ჩვევაა. რეალურად კი თანამედროვე ავტომობილები ამას არ მოითხოვს.

მელაძის თქმით, ძრავს გათბობა მხოლოდ მაშინ სჭირდება, როცა ავტომობილს ზედატვირთვისთვის ვამზადებთ.

„ძრავს გათბობა სჭირდება მაშინ, როცა ზედატვირთვისთვის ვამზადებთ, მაგალითად, სწრაფად სიარულისთვის.

საბჭოეთიდან გადმონაშთია, როდესაც მექანიკურად იყო მოწყობილი ეს სისტემა, უბრალოდ გათბობის გარეშე ცუდად მუშაობდა. უნდა გამოგვეწია მექანიკური მოწყობილობა, სხვანაირად ცუდად მუშაობდა „ჯიკაობით დადიოდა“

90-იანების შემდეგ, ყველა ავტომობილი მოწყობილია ელექტრონული ე.წ. პადცოსით. სპეციალური სარქველია, რომელიც ეხმარება, რომ კარგად იმუშავოს მანქანას გახურების გარეშე. შესაბამისად დაქოქეთ – წადით”, – განაცხადა მელაძემ.

მინების დაორთქვლა

მევლუდ მელაძე მძღოლებს ურჩევს მინების დაორთვლის დროს, კონდინციონერი ჩართონ და არა გათბობა.

„კონდინციონერი მყისიერად წმენდს შუშას. ჯობს მინებით დაორთქვლისას ჯერ კონდინციონერი და შემდეგ გათბობა“, – განაცხადა მელაძემ „ფორტუნასთან“ ინტერვიუში.

 

თამთა უთურგაშვილი

magti 5g