მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება ერაყში დაღუპულ ფანებს მიუძღვნა.
„ამ ტროფეის ვუძღვნი ერაყში დაღუპულ გულშემატკივრებს. ეს საშინელი ტრაგედია აღნიშნავს, რომ ზოგიერთებს უწევთ რაღაც ძალიან დიდს შეეჯახონ მადრიდის მხარდასაჭერად. კლუბის ღირებულებებმა წარმოუდგენელ ადგილებს მიაღწია“, – მოყავს პერესის სიტყვები AS-ს.
მაისის დასაწყისში ისლამური სახელმწიფოს სამმა ბოევიკმა კაფე დაცხრილა, სადაც „რეალის“ გულშემატკივართა ასოციაცია იმყოფებოდა.
დაიღუპა 16 და დაშავდა 20 ადამიანი.
ერაყში „რეალის“ ფან-კლუბის ხელმძღვანელის თქმით, ტერორისტები ფეხბურთს ანტიმუსულმანურ საქმიანობად მიიჩნევენ.