LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერაყში აშშ დოლარში ფულის განაღდება და ტრანზაქციები აიკრძალება

124
00

Reuters-ის ცნობით, 2024 წლის 1 იანვრიდან ერაყში აშშ დოლარში ფულის განაღდება და ტრანზაქციები აიკრძალება. ერაყის ცენტრალური ბანკი ამ ზომას საკუთარი სავალუტო რეზერვების ფინანსურ დანაშაულებში გამოყენების აღსაკვეთად და ირანის მიმართ აშშ-ის სანქციების თავიდან ასაცილებლად მიმართავს. აღნიშნული ნაბიჯის მიზანი ქვეყნის ეკონომიკის დე-დოლარიზაციაცაა – როგორც ირკვევა, 2003 წელს ერაყში აშშ-ის შეჭრის შემდეგ პერიოდული ომებითა და კრიზისით დაღლილი მოსახლეობა უპირატესობას „მწვანე“ ვალუტას ანიჭებს.

ინვესტიციებისა და გადარიცხვების მიმართულებით ერაყის ცენტრალური ბანკის გენერალური დირექტორის მაზენ აჰმედის თქმით, ისინი, ვინც 2023 წლის ბოლომდე საბანკო ანგარიშებზე თანხას დოლარში შეიტანენ, 2024 წელს მას დოლარშივე მოხსნიან, მაგრამ დოლარი, რომელიც ბანკში 2024 წლიდან მოხვდება, მხოლოდ ადგილობრივ ვალუტაში განაღდდება.

აღსანიშნავია, რომ ერაყმა უცხოური ვალუტით გამოხატული სატელეგრაფო გზავნილების სამართავად სპეციალური პლატფორმაც შექმნა. Reuters-ის ინფორმაციით, უკანონო საფინანსო ოპერაციები სწორედ ამ გზავნილებით ხორციელდებოდა და თანხები დოლარში აშშ-ის მიერ სანქცირებულ ირანსა და სირიაში ირიცხებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები