LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალობა არის ის, რომ შეთანხმების გარეშე ნიკა მელიას ვერ ვათავისუფლებდით: ხათუნა სამნიძე

68
ხათუნა სამნიძე

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ნიკა მელიას, საპატიმრო დაწესებულებიდან ვერ გაათავისუფლებენ. აღნიშნული განცხადება მან “პალიტრანიუსის” ეთერში გააკეთა.

მისი განცხადებით, დოკუმენტზე ხელისმომწერი ადამიანების მისამართით თავდასხმა, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების მხრიდან არასწორია.

სალომე სამადაშვილს არ ვეთანხმები, მძიმე იყო ზურაბიშვილთან მისი ხილვა, თუმცა მასზე თავდასხმა კატეგორიულად მიუღებელია: ხატია დეკანოიძე

“ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა” – სამადაშვილი ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს

“გირაო იყო შემოთავაზებული იმიტომ, რომ ეს მყისიერად გაათავისუფლებდა ნიკა მელიას და ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. მათ სურდათ, რომ ხელმოწერა შეეძლოს ნიკა მელიას მალე. ახლაც დოკუმენტი ღიაა, ახლაც ველოდებით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რადგან მათ პირობა დააყენეს, რომ ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ და მყისიერად გამოსვლის შესაძლებლობა იყო ევროპელების მხრიდან გადახდილი გირაო – ისინი თვლიან, რომ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ, რომ კრიზისიდან გამოვიდეთ და ამას სთავაზობენ მთელს ოპოზიციას, არა მარტო ნიკა მელიას, მაგრამ აქვე ხაზს უსვამენ, რომ ეს არის პირადი ნება და მისი გადაწყვეტილება, თუ მან არ მიიღო გადახდის შემოთავაზება, რა თქმა უნდა, რჩება ამნისტიის საკითხი, რომელიც არ არის დამოკიდებული იმაზე, იხდიან თუ არა გირაოს. ამნისტიის კანონით ის თავისუფლდება. მუხლებზე შეთანხმებული არ ვართ, ეს არის სერიოზული საკითხი და სამუშაო, ეს არის ოპოზიციის პასუხისმგებლობა, საკმაოდ რთული და მძიმე ნაწილია ამ დოკუმენტში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რა იყო სასწორზე, რისთვის უნდა მიგვეღწია.

ხანდახან ცხოვრებას სხვა მხრიდან უნდა შეხედო – სალომე სამადაშვილის ფოტოგზავნილი

დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას და ამის შემდგომ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას მივიღებთ: სალომე სამადაშვილი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია გამოვიდეს ციხიდან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ჩაუდგეს სათავეში საკუთარ პარტიას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი ხელმოწერილი იყოს მისი მხრიდან და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ახლა თავდასხმები ვინმეზე, ვინც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, არის არასწორი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისგან, მიუხედავად მათი იმედგაცრუებისა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ამ შეთანხმების გარეშე, რეალობა არის ის, რომ ნიკა მელიას ვერ ვათავისუფლებდით. მესმის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დაპატიმრებებით და ასეთი უკანონობებით ებრძვის ოპოზიციას, მაგრამ ეს ხომ ფაქტია, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით გამოვიყვანოთ პოლიტპატიმრები თავისუფლებაზე”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, მაგრამ თუ სამადაშვილმა პარტია უკვე დატოვა, გადასაწყვეტიც არაფერია: ზაალ უდუმაშვილი

magti 5g