გადარჩე ცოცხლად / Alive
სიუჟეტის მიხედვით, ურუგვაის საფეხბურთო ნაკრების წევრები ავიაკატასტროფაში ხვდებიან. გადარჩენილ მგზავრებს გაუსაძლის კლიმატურ პირობებში უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის. ფილმი FH-227-ის ავიაკატასტროფის რეალურ ამბავს გვიყვება.
პრეზიდენტის მთელი გარემოცვა / All the President’s Men
Washington Post-ის ორი ჟურნალისტის ისტორია, რომლებიც უოტერგეიტის სკანდალს იძიებენ, რომელიც პრეზიდენტ ნიკსონის გადადგომით სრულდება.
ამისტადი / Amistad
ფილმი 1839 წლის მოვლენებზეა და აფრიკელი მონების დაუჯერებელი მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც გემს იტაცებენ და სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ. ცხადია, მათ აკავებენ, თუმცა, სასამართლო სამოქალაქო ომამდე მიდის.
შავი ქორის დესანტი / Black Hawk Down
ისტორიული სამხედრო დრამა, რომელიც ამერიკელი რეინჯერებისა და ელიტარული სპეცდანიშნულების რამზის ისტორიაზეა დაფუძნებული.
ჯაშუშების ხიდი / Bridge of Spies
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმი ცივი ომის დროს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ამერიკელ ადვოკატზე გვიყვება, რომელმაც საბჭოთა კავშირიდან დატყვევებული პილოტი უნდა იხსნას.
აბა დამიჭირე / Catch Me If You Can
ფილმი ცნობილი თაღლითის, ფრენკ აბიგნეილის ავტობიოგრაფიაზეა დაფუძნებული, რომელიც ფედერალური ბიუროს აგენტის ყურადღებას იპყრობს. ეს უკანასკნელი ფრენკის გისოსებს მიღმა გამოკეტვას ისახავს მიზნად.
აპოლო 13 / Apollo 13
ფილმი აპოლო 13-ის მთვარეზე დაგეგმილი წარუმატებელი მისიის შესახებ გვიყვება, რომელის ეკიპაჟის წევრების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
დონი ბრასკო / Donnie Brasco
ფილმი ფედერალური აგენტის ისტორიას გვიყვება, რომელიც მაფიოზურ დაჯგუფებაშია შეგზავნილი და ხვდება, რომ მას ასეთი ცხოვრება უფრო მოსწონს.
სასტუმრო რუანდა / Hotel Rwanda
ესაა სასტუმროს მენეჯერის საოცარი ისტორია, რომელიც რუანდაში მომხდარი გენოციდის დროს 1000-მდე ლტოლვილის სიცოცხლეს იხსნის.
მიუნხენში 1972 წელს მომხდარი საზარელი ტრაგედია, როდესაც ისრაელიდან ჩასულ სპორტსმენებს სასტიკად კლავენ.