„რეალური სიყვარულის“ მომდევნო ნაწილი სახელწოდებით „Red Nose Day Actually“ 24 მარტს გამოვა, მანამდე კი კიდევ ერთი ტრეილერი გამოქვეყნდა, რომელშიც რომანტიკული კომედიის თითქმის ყველა მთავარი პერსონაჟი ჩანს: კირა ნაიტლი, ჰიუ გრანტი, ენდრიუ ლინკოლნი, ლიამ ნისონი, მარტინ მაკკაჩონი და სხვები. ისინი 14 წლის შემდეგ გაერთიანდნენ.
შეგახსენებთ, რომ 10 წუთიანი მინი-ფილმის გამოსვლა საქველმოქმედო აქციის, „Red Nose”-ის ფარგლებში იგეგმება, რომლის მზარდამჭერიც ორგანიზაცია Comic Relief არის.
https://www.youtube.com/watch?v=THCRveSaC_A