აშშ საქართველოს ევროპასთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის პროგრამას აკვირდება, იმისთვის, რომ გაიგოს, მზად არის, თუ არა ჩვენი ქვეყანა აშშ-სთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტ ია მეურმიშვილთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სავიზო რეჟიმის შემსუბუქება მკაცრი მოთხოვნების საფუძველზე ხდება.
„სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ვაკვირდებით იმას, როგორ მიდის ევროკავშირთან არსებული უვიზო რეჟიმის პროგრამა, როგორც ინდიკატორს იმის გასარკვევად, რამდენად არის საქართველო მზად ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის, რომელსაც მსგავსი მოთხოვნები აქვს“, – განმარტა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.