„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის “ფეისბუქ” გვერდზე ვრცელდება.
პარტია მხარდამჭერებს სთხოვს მიაწოდონ პროექტები რამდენიმე საკითხზე:
„პარტიის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც გულისხმობს შემდეგს:
ელექტრონული კენჭისყრები; პარტიის მხარდამჭერებს, წევრებსა და პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენლებს შორის დისკუსიასა და ორმხრივი კომუნიკაციის მექანიზმებს; გადაწყვეტილებების მიღების ოპერატიულობასა და ჩართულობის მეთოდებს; პარტიის ახალი ლოგო; პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებული კრეატიული და ინოვაციურ იდეები.
იდეების მიწოდება შესაძლებელია 8 ივლისამდე. მათი განხილვა კი საჯაროდ და ფართო მონაწილეობით მოხდება. შერჩეული ელექტრონული პლატფორმისა და ლოგოს ხარჯები ანაზღაურდება, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.