LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რედ კაფეს” ქსელი დაიხურა – „ასპარეზი ახალგაზრდებს დავუთმეთ”

161
redcafe

„რედ კაფე დაინინგის” ქსელი დაიხურა. მიზეზი პანდემიის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური კრიზისია. საკითხზე ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, „რედ კაფე დაინინგის“ კუთვნილი ფართები კომპანია „სკა ჰუს ბარმა“ იქირავა. „ეს პანდემიის შედეგია, აქტიურობა შემცირდა და ასე მუშაობა აღარ გვიღირდა. ასპარეზი ახალგაზრდებს დავუთმეთ,“ – აცხადებს პაპაშვილი.

შეგახსენებთ, ლაშა პაპაშვილმა პირველი „რედ კაფე“ თბილისში 2011 წელს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, „რედიქსის” ბიზნესცენტრში გახსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები