LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან გამიხარდა, რაღაც ნიშნები არის, რომ მალე აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთიც დაგვიბრუნდება“ – ლაშა პაპაშვილი

616
ლაშა პაპაშვილი

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებით საქართველო სარგებელს მიიღებს.

„ძალიან გამიხარდა, რაღაც ნიშნები არის, რომ მალე აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთიც დაგვიბრუნდება. ამის ნიშანია დათმობა, რომ ვიზას არ გვთხოვს, ანუ არაა ჩვენთან ომში.

ყველაფერი ჩვენზეა, როგორ მოვიქცევით, გამოვიყენებთ სასიკეთოდ თუ არა. ბევრი სიკეთე დავკარგეთ ქართველებმა. საფრთხილო ქვეყანა რომაა ფაქტია, მაგრამ ხომ ხედავთ, უდიდესი ქვეყნები, როგორებიც ინდოეთი და ჩინეთია, იმიტომ რომ 30%-ით იაფად ყიდულობენ, ყიდულობენ ყველაფერს იქ [რუსეთში]. რა ვქნათ, ხომ არ ამოვშალოთ ინდოეთი და ჩინეთი რუკებიდან? “, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა „ბიზნეს ფორმულასთან“ საკითხის შეფასებისას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. გადაწყვეტილება ძალაში 15 მაისიდან შევა.

წყარო: ბიზნეს ფორმულა

 

რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება მესამე ქვეყნის გამოყენებით აღარ მოუწევთ – მარიამ ქვრივიშვილი

„ეს არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური, ანტიუკრაინული პოლიტიკისთვის“ – როგორ ეხმაურება ოპოზიცია პუტინის გადაწყვეტილებას

„ქვეყნის ღირსეული მთავრობა პუტინის პასუხად უარს იტყოდა რუსეთიდან თვითმფრინავების პირდაპირ რეისებზე და სავიზო რეჟიმს დაუწესებდა რუსეთის მოქალაქეებს!” – ალეკო ელისაშვილი