ბათუმელი რეჟისორი და მსახიობი, ოთო ქათამაძე გარდაიცვალა.
მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ მას შემდეგ გაუარესდა, რაც მას ანევრიზმა გაუსკდა. ის უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე ოპერაციაც ჩაუტარდა. მსახიობი და რეჟისორი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ქათამაძის დასახმარებლად გაერთიანდა საზოგადოება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„გაფრინდა, მშვიდობით მეგობარო….“ – წერს რეჟისორის მეგობარი, როინ დვალი სოციალურ ქსელში.
გაფრინდა, მშვიდობით მეგობარო….
Posted by Roin Dvali on კვირა, 24 აგვისტო, 2025
„რა მძიმეა ამის დაწერა ჩემი ოთია აღარა“ – წერს გაგა მახათაძე სოციალურ ქსელში და მსახიობის ფოტოს აქვეყნებს.
რა მძიმეა ამის დაწერა ჩემი ოთია აღარა …. 🥹🥹🥹🥹🥹🥹🥹🥹🥹🥹
Posted by Gaga Makhatadze on კვირა, 24 აგვისტო, 2025
მსახიობის გარდაცვალების შესახებ იუწყება აჭარის ტელევიზია. მათი თქმით, ოთო ქათამაძე 42 წლის იყო.
„მსახიობი ოთო ქათამაძე გარდაიცვალა. 42 წლის ხელოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ დამძიმდა
ანევრიზმის გასკდომის შემდეგ უგონოდ გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმებს მოუწიათ რამდენიმე ურთულესი ოპერაციის ერთდროულად ჩატარება.
განუვითარდა ტვინის შეშუპება და იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში“, – წერს აჭარის ტელევიზია.