LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეჟისორი გიორგი (კახა) კახაბრიშვილი გარდაიცვალა

225
kaxakaxabrishvili205

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეჟისორი კახა კახაბრიშვილი გარდაიცვალა. ის 30 წლის განმავლობაში „პირველ არხზე“ საქმიანობდა, 1975-1994 წლებში გახლდათ საქართველოს ტელევიზიის ტელეთეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. სხვადასხვა წელს ეკავა საქტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარის მოადგილის, ტელევიზიის სამხატვრო ხელმძღვანელისა და გაერთიანება „თეატრონის“ ხელმძღვანელის პოსტი.

კახა კახაბრიშვილმა სატელევიზიო თეატრში მუშაობა მიხეილ თუმანიშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო, იყო მისი ბევრი სატელევიზიო სპექტაკლის ტელერეჟისორი.

70- 80-იან წლებში კი მან საქართველოს ტელევიზიის სატელევიზიო თეატრში არაერთი დადგმა განახორციელა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ოქროს ფონდის უნიკალურ ჩანაწერებს წარმოადგენს. ესაა სპექტაკლები „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, „უჩინმაჩინის ქუდი“, „გვადი ბიგვა“, „ხორუმი ქართული ცეკვაა“, „მტრედის მოტანილი ბარათები“ და სხვა, რომელშიც ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობები ვასო გოძიაშვილი, ეროსი მანჯგალაძე, ზაზა ლებანიძე, გივი ბერიკაშვილი, მურმან ჯინორია, გოგი ხარაბაძე და სხვები მონაწილეობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g