LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რედკო“ გუდაურში 26 შენობას ააშენებს

48091522_1159628244202669_695319535519006720_n

გენერალური გეგმის მიხედვით „რედკო“ გუდაურში 26 შენობას ააშენებს, რაც მოიცავს აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს და სხვა.

„ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიო დონის ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და დიზაინერების საკმაოდ დიდ გუნდთან. საპროექტო ფირმა ecosign-მა გუდაურის განვითარების 5-წლიანი გენერალური გეგმა შეიმუშავა. გარდა 8 დასრულებული და 18-ზე მეტი დაგეგმილი აპარტოტელისა, ასევე ვმუშაობთ პროექტზე Radisson Blu Gudauri” – აცხადებენ „რედკოში“.

დეველოპერული კომპანია „რედკო“ 2012 წლიდან საქმიანობს ქართულ სამშენებლო ბაზარზე და დიდი წვლილი აქვს შეტანილი გუდაურის განვითარების პროცესში. აღსანიშნავია, რომ გუდაური წელს დაარსების 30-ე წლისთავს აღნიშნავს. დღემდე კურორტმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა და ამ ხნის მანძილზე აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი დაიკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g