სულ მალე აშშ-ს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს, აიკრძალება თუ არა ქვეყანაში TikTok. მოსალოდნელი შეზღუდვის ფონზე, ამერიკელი მომხმარებლები სხვა პლატფორმაზე, RedNote-ზე გადადიან.
ეს გახლავთ ჩინური აპლიკაცია, რომლის სახელწოდებაც Xiaohongshu-ია, (სიაოხუნგშუ), თარგმანში წითელ წიგნს ნიშნავს.
ცნობისთვის, Xiaohongshu, იგივე RedNote 2013 წელს გაჩნდა, როგორ შოპინგის პლატფორმა. ახლა ის ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური აპლიკაციაა, რომელზეც ფოტოებს, ვიდეოებსა და წერილობით პოსტებს აქვეყნებენ.
აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც ორ დღეში RedNote-ს 700 ათასი მომხმარებელი დაემატა.
